ჯეიმს აპატურაი უკრაინაში გუშინ მომხდარ ფაქტს უზნეობას უწოდებს

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დონეცკის ცენტრში სეპარატისტების მიერ უკრაინელი ტყვეების კოლონის ჩატარების ფაქტს ეხმაურება.
აპატურაი მიიჩნევს, რომ იმ ბევრ უზნეობას შორის, რაც სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ჩაიდინეს, აღნიშნული ფაქტი სიის სათავეში უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, როდესაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში სამხედრო აღლუმი იმართებოდა, დონეცკში, ლენინის მოედანზე, ხელებშეკრული სამხედრო მოსამსახურე გამოიყვანეს, რომელთაც ტერორისტები ავტომატებით ხელში მიჰყვებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები