პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთის ე.წ. არჩევნები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა.
როგორც მინისტრი აცხადებს, აფხაზეთში ჩატარებული არჩევნებით არაფერი იცვლება.
“ე.წ. არჩევნები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, შესაბამისად, ჩვენ არ ვცნობთ ამ პროცესის შედეგებს, თუმცა, თავისთავად საზოგადოების აქტიურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, აქ გამოიკვეთა გარკვეული ჯგუფების ინტერესები, მათი ლიდერები და ჩვენ მზად ვართ გვქონდეს ურთიერთობები აფხაზური საზოგადოების ნებისმიერ ლიდერთან, რადგან ვთვლით, რომ არსებითად ვითარება არ იცვლება, ერთი და იგივე პოლიტიკა გრძელდება და ეს არის რუსეთის მეტი ჩართულობა აფხაზეთის მართვაში. საზოგადოების  დიდ ნაწილს აქვს ინტერესი ევროპისკენ მეტი ინტეგრაციისა და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საშუალებით”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები