ანრი ოხანაშვილი: “ნაცმოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” ექსტრემისტული ქმედებებით არიან დაკავებულები
„რაც უნდა ისაუბრონ, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გამოცხადებული საბოტაჟი უკან ვერ იქნება წაღებული. ეს პოლიტიკურად შეფასდება. ”ნაციონალური მოძრაობა“ და “სტრატეგია აღმაშენებელი“ თუ სადმე რაიმე მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ, კარი არავისთვის დაგვიხურავს, მობრძანდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პარტიების მიზანი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის.
“ეს ორი პარტია ეწევა რადიკალიზაციას და, სამწუხაროდ, დაკავებულნი არიან ექსტრემისტული ქმედებებით. მათი ინტერესი არ არის, ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მათ პოლარიზაციისთვის სივრცეს უტოვებს 12 რეკომენდაცია, რაზეც სპეკულაციებით არიან გამორჩეული. როცა ეს საკითხი ამოიწურება, ამ პარტიებს სასიცოცხლოდ სალაპარაკო თემა არ ექნებათ. ამიტომ, სპეკულაციებს მიმართავენ. ორიენტირებულნი არიან, რომ ეს პროცესი გაიწელოს და გადავადდეს, რათა რაღაც სალაპარაკო ჰქონდეთ. ამ საკითხს საქმით არ უდგებიან, რაც მუშაობას და დებატებს გულისხმობს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.