ალუდა ღუდუშაური – სააკაშვილზე: ყოველგვარი სპეკულაციები – რას ჭამს, რას არ ჭამს, ქართველი ხალხისთვისაც მომაბეზრებელი და დამღლელია

მმართველი გუნდის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, პატიმარმა ექსპრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს.

მისივე თქმით, ყოველგვარი სპეკულაციები – რას ჭამს, რას არ ჭამს, ქართველი ხალხისთვისაც მომაბეზრებელი და დამღლელია.

“მას ვურჩევდი, რომ თვალი გაუსწოროს რეალობას, მიიღოს ეს რეალობა და რაც უფრო მალე მიიღებს ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციები მთელი ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რომ რას ჭამს, რას არ ჭამს, უბრალოდ, ქართველი ხალხისთვისაც მომაბეზრებელი და დამღლელია. მართლმსაჯულება, რომელიც არის ევროპული მართლმსაჯულებით დადასტურებული და მის კისერზე არის ეს, უნდა მიიღოს მან”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები