გიული ალასანია – სააკაშვილზე: ცარიელი ძვალი და ტყავია, ვერ მოძრაობს
“თურმე არ ჭამს, მაგრამ იმატებს, ეს როგორ ხდება, არ ვიცი”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან ცუდია.
„ხან იძახიან, რომ იკლებს, ხან იძახიან, რომ იმატებს. თურმე არ ჭამს, მაგრამ იმატებს, ეს როგორ ხდება, არ ვიცი. ვხედავ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ცარიელი ძვალი და ტყავია ადამიანი. ვერ მოძრაობს. არანაირი ძალა აღარ აქვს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.