ბაჩო დოლიძე – ჩარკვიანის განცხადებაზე: არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, ზოგადად, საიდან მოდის ხოლმე ამდაგვარი ჭორები და რა დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს

„რა ვუპასუხო, არ ვიცი. ვერ გეტყვით, არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, ზოგადად, საიდან მოდის ხოლმე ამდაგვარი ჭორები და რა დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბაჩო დოლიძე „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე გაწევრიანდებიან.

დოლიძის თქმით, საინტერესოა, ჩარკვიანის განცხადება რა მიზანს ემსახურება.

„რა ვუპასუხო, არ ვიცი. პირადად მე თუ მეკითხებით, მაგ ზღაპარში მონაწილეობას არ ვიღებ. დანარჩენი ხატიას და ნიკას ჰკითხეთ. ვერ გეტყვით, არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, ზოგადად,⁶ საიდან მოდის ხოლმე ამდაგვარი ჭორები და რა დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს. დღე არ გავა, არ განვაცხადო, არსად წასვლას არ ვაპირებ, პირიქით, პარტიაში ვაპირებ პოზიციების გაძლიერებას. ეს არის ახლა მთავარი ამოცანა, ჩემს მეგობრებთან ერთად. საინტერესოა, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. ყველაფერი შეიძლება მოიგონო და თქვა, მაგრამ არ მგონია, მიზნის გარეშე ყოფილიყო ეს გაცხადებული. ალბათ გაირკვევა, ვისგან მოდის ეს ყველაფერი. ძალიან უცნაურია, ზოგადად, ასეთი განცხადებები ტყუილად არ კეთდება. რაღაცას ხომ უნდა ეფუძნებოდეს ან ვიღაცის ინტერესში უნდა იყოს ამგვარი განცხადების გაკეთება”,- აღნიშნა დოლიძემ.

ცნობისთვის, ჩარკვიანის განცხადებას ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე უკვე გამოეხმაურნენ. მელიას თქმით, „კაგებეს“ მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ”.

დეკანოიძის თქმით კი, ჩარკვიანის ჭორაობას, ბოდვას მისგან სერიოზული პასუხი არ ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები