გიორგი ვაშაძე: სადაც საჭიროა ბრძოლა, სამწუხაროდ, მათ შორის ფიზიკურად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება წინა ხაზზე

იქ, სადაც საჭიროა ბრძოლა, სამწუხაროდ, მათ შორის ფიზიკურად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება წინა ხაზზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა მთავარი საკითხი რეფორმების შესრულებაა.

„ეს არის თემატური ბოიკოტი. არც ერთი საკითხი არ გვაინტერესებს, რომელიც 12 რეკომენდაციას არ ეხება. ახლა მთავარი საკითხია რეფორმების შესრულება. იქ, სადაც არის საბრძოლო, სამწუხაროდ, მათ შორის ფიზიკურად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება წინა ხაზზე. სადაც საჭიროდ ჩავთვლით, რომ არსებითი განიხილება, ვიქნებით; სადაც ანტურაჟის შექმნა იქნება, რათა „ქართულმა ოცნებამ“ თქვას რაღაც ხდება ამ პარლამენტში, არ ვიქნებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები