ლონდონში ებოლას ვირუსით ინფიცირებული მოქალაქე გადაიყვანეს

ლონდონში ებოლას ვირუსით ინფიცირებული ბრიტანეთის მოქალაქე გადაიყვანეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ინფიცირებულის ტრანსპორტირება სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვილი “ბოინგით” მოხდა.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, ავადმყოფის მდგომარეობა მძიმე არაა და ქვეყანაში დაავადების გავრცელების შესაძლებლობა მინიმალურია.
ებოლის ციებ-ცხელების ორი შემთხვევა დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. დაუდასტურებელი ცნობით, ქვეყანაში ებოლის მსგავსი სიმპტომებით 13 ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა უცნობია, ჰქონდათ თუ არა მათ სასიკვდილო ვირუსი.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაავადება დასავლეთიდან ცენტრალურ აფრიკაში ვრცელდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები