ზურაბ ჩხაიძე: არ ვიცი, რის საფუძველზე დასახელდა დღეს 58 კილოგრამი, პაციენტი ბევრად მეტს იწონის

არ ვიცი, რის საფუძველზე დასახელდა დღეს 58 კილოგრამი, პაციენტი ბევრად მეტს იწონის, – ამის შესახებ “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი 64.4 კგ-ს იწონის.

“დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს. წინა მონაცემთან შედარებით, მომატებულია. ამის შემდეგ ნუღარ დავასახელებთ რიცხვებს, რადგან კლება თუ მატებაა, შემდეგ ეს ძალიან ცუდად აისახება ექიმების მიმართ მის დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომ სააკაშვილი 58 კილოგრამს იწონის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები