ირაკლი კობახიძე: არ გვინდა, რომ რაღაც კინკლაობაში შევიდეთ პრეზიდენტთან – ჩვენ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად კეთდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაუგებარი კომენტარები. შეიძლება პარლამენტშიც მოვისმინოთ ასეთი განცხადებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის გუშინდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.

„ვნახოთ, ჩვენ დაველოდებით ამ ყველაფერს. ჩვენ არ გვინდა, რომ რაღაც კინკლაობაში შევიდეთ პრეზიდენტთან იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს. შეიძლება თავად არ უფრთხილდებოდეს კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ გავუფრთხილდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს. აქედან გამომდინარე, მასთან ერთგვარ კინკლაობაში არ შევალთ“, – თქვა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები