ია მეტრეველი: „ნაცმოძრაობა“ დღემდე აგრძელებს ქვეყნის დაქცევას და ყველაფერს აკეთებს, რომ შეუშალოს ხელი ქვეყანას წინ არ წავიდეს

ეს არის საზოგადოებისა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, – ასე აფასებს ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ნორვეგიაში მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას.

როგორც მან ნორვეგიის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობა” დღემდე აგრძელებს “ქვეყნის დაქცევას”.

„დღეს ბედავენ კიდევ და რეჟიმს ეძახიან დღევანდელ ლოიალურ ხელისუფლებას. ყველამ უნდა აგოს პასუხი იმის გამო, რაც აქვთ ჩადენილი. აუტანელი და გაუსაძლისია უკვე ეს ყველაფერი. ქვეყანა ვეღარ ვითარდება, წინ ვეღარ მიდის, რადგან ბოროტი ძალა, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, დღემდე აგრძელებს ქვეყნის დაქცევას და ყველაფერს აკეთებს, როგორ შეუშალოს ხელი ქვეყანას, რომ წინ არ წავიდეს. პირდაპირ ომი უნდათ, რომ დაიწყოს ქვეყანაში. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე მეორე ფრონტი გახსნან აქ და წარმოიდგინეთ, რა გველის. მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ეს აღარ და ვეღარ გაბედონ.

რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, ეს არის საზოგადოებისა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. მინდა მივმართო საელჩოს, თუ ეს არ არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, გამოვიდეს ნორვეგიის ელჩი და აგვიხსნას, რა მოხდა. ვინც ეს სიგელი გადასცა სააკაშვილს, ვითომ ადამიანების უფლებების დამცველს, ეს ხომ ცინიზმია?! გაგვანადგურეს, ოჯახები ამოგვიწყვიტეს, 165 ბიჭი ქუჩაში ჰყავთ დახვრეტილი. როგორც შეიძლება, დაგვავიწყდეს იური ვაზაგაშვილი, მამა დააკლეს შვილის საფლავზე, ამაზე დიდი საშინელება ვის შეიძლებოდა, გაეკეთებინა, თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილს?!“, – ამბობს ია მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები