მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილზე: მისთვის ჯილდოს გადაცემა ცინიკურია

“უამრავმა ადამიანმა სააკაშვილის ანტიდემოკრატიული და ანტიჰუმანური მმართველობა უმძიმესი ტრაგედიების ფასად იწვნია და ამ ფონზე მისთვის ჯილდოს გადაცემა ცინიკურია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდოს გადაცემას.

სარჯველაძის თქმით, ის ვარაუდობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების წინაპირობა საკითხში გაუთვითცნობიერებლობაა.

„სააკაშვილმა არა თუ თავი არ გამოიჩინა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში წვლილის შეტანით, არამედ – ამის სრულად საპირისპიროს კეთებაში მართლაც ძალიან „დიდი წვლილი“ აქვს. რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე მისი დაჯილდოება ცინიკურად და ცუდად გამოიყურება. დიდი იმედი მაქვს, ეს არის შეცდომით და რაღაც ემპათიით გამოწვეული გადაწყვეტილება, რასაც შეიძლება, ადგილი ჰქონდა საკითხში გაუთვითცნობიერებლობის გამო”, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები