ვიქტორ ჯაფარიძე – შალვა რამიშვილზე: სასამართლომდე ადამიანის გამტყუნება ჩემთვის მიუღებელია

“ხალხის ძალის” წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე ჟურნალისტ შალვა რამიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ადამიანის გამტყუნება მისთვის მიუღებელია.

“ლინჩის წესით ხომ არ გავასამართლებთ ადამიანს, რა გინდათ… სასამართლოს მიმართონ. სასამართლოს გადაწყვეტილება არა მარტო ჩემთვის და შალვასთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის არის გადამწყვეტი.

სასამართლომდე ადამიანის გამტყუნება ჩემთვის მიუღებელია. 65 ქალიც რომ იყოს, სასამართლო როცა მიიღებს გადაწყვეტილებას, მერე ვისაუბროთ. რეიტინგებს არ უყურებთ?! მოწინავე 18 ქვეყანაშია ჩვენი სასამართლო.

ძალიან გული დამწყდა პრეზიდენტზე, ჟურნალისტი, ხელი რომ აქვს მოტეხილი, არ დაიცვა, რატომ არაფერი თქვა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები