“გალის რაიონში მცხოვრებლების დოკუმენტირების პროცესი მიუღებელია და ჰუმანურობასთან კავშირში არ არის” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ომბუდსმენი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.სახალხო დამცველმა, ასიდა შაკრილმა ე.წ. დეპუტატებს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

სხვა საკითხებთან ერთად, შაკრილი გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის დოკუმენტების გაცემის საკითხს შეეხო.

მისი თქმით, გალის რაიონში „აბსოლუტურად მიუღებელი“ ვითარებაა, რაც აბსურდულობამდეც მიდის.

„ამ საკითხის გადაწყვეტას ყოველწლიურად ართულებს პოლიტიკური ვითარება, მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის შესახებ კანონის ნორმები, ბიუროკრატიული, ტექნიკური და სხვა შეფერხებები“, – განაცხადა მან.

შაკრილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ აფხაზეთის საზოგადოებამ შესაძლოა, არც იცის აღმოსავლეთ რეგიონების მაცხოვრებლების პრობლემების შესახებ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელია – ახსნა საკითხის გადაწყვეტისადმი მიდგომა, რომელიც „ჰუმანურობასთან, ადამიანურობასა და ღირსებასთან დაკავშირებით აფხაზური საზოგადოების ფასეულობებს არ შეესაბამება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები