ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯიმბას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯიმბას “აფხაზეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში” გამარჯვება მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯიმბას მილოცვის წერილი გაუგზავნა. რუსეთის პირველი პირი იმედს გამოთქვამს, რომ “რაულ ხაჯიმბა, როგორც აფხაზეთის სახელმწიფოს მეთაური, ხელს შეუწყობს ეროვნული კონსენსუსის მიღწევას, რათა უზრუნველყოს, აფხაზეთში პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება”. რუსეთის პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა, “გააძლიეროს აფხაზურ-რუსული მჭიდრო ურთიერთობები სხვადასხვა სფეროებში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები