უელსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე რუსი დიპლომატები არ მიიწვიეს

რუსი დიპლომატები უელსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს. ინფორმაციას გამოცემა „კომერსანტი“ ალიანსის დიპლომატიური წრეების ინკოგნიტო წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამიტზე განხილვის ერთერთი მთავარი თემა რუსეთთან ურთიერთობა იქნება. ალიანსის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ ნატო ისტორიის კრიტიკულ პერიოდში იკრიბება.
„ვიკრიბებით იმ დროს, როდესაც გლობალური უსაფრთხოება არასტაბილური ხდება. როგორც ეს აჩვენა რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
როგორც ალიანსში აცხადებენ, რუსეთის დელეგაციის დასწრება სამიტზე მიზანშეწონილი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ უელსის სამიტი 4-5 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები