რუსეთი, აღმოსავლეთ უკრაინაში მეორე ჰუმანიტარულ კოლონას გაგზავნის

რუსეთი, აღმოსავლეთ უკრაინაში მეორე ჰუმანიტარულ კოლონას გაგზავნის. აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. “გვინდა შეთანხმებას მივაღწიოთ მეორე კოლონის იმავე მარშრუტით გაგზავნასთან დაკავშირებით უკრაინელი მესაზღვრეებისა და მებაჟეების მონაწილეობით. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ამ კვირაში უნდა გაკეთდეს”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის “ჰუმანიტარული ტვირთის” 280 სატვირთო მანქანისგან შემდგარი პირველი ავტოკოლონა რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით 12 აგვისტოს დაიძრა. 14 აგვისტოს კოლონა უკრაინის საზღვართან გაჩერდა. გასული კვირის ბოლოს რუსეთის “ჰუმანიტარულმა ტვირთმა” უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. უცხოელ ჟურნალისტთა და თვითმხილველთა განცხადებით, რუსული სატვირთოები ნახევრად ცარიელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები