გერმანიაში ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა

გერმანიაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სატრანსპორტო გაფიცვაა, რომელიც 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მასში სატრანსპორტო სფეროს 350 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ DW წერს.

გაფიცვის ორგანოზატორებია პროფკავშირი EVG და პროფკავშირი Verdi.

Verdi ითხოვს თანამშრომლებისთვის ხელფასის 10,5%-ით გაზრდას და თვეში არანაკლებ 500 ევროს. EVG ასევე მხარს უჭერს გერმანიის რკინიგზის თანამშრომლებისთვის ხელფასის 12%-ით გაზრდას, მაგრამ თვეში არანაკლებ 650 ევროს.

დღეს თითქმის ყველა ფრენა გაუქმდა ჰამბურგის, ჰანოვერის, დორტმუნდის, დრეზდენის, დუსელდორფის, ლაიფციგის, მიუნხენის, ნიურნბერგის, ფრანკფურტის, შტუტგარტის, ასევე, კიოლნ-ბონის აეროპორტებში.

პარალელურად, ბერლინის აეროპორტი აგრძელებს მუშაობას, მაგრამ თვითმფრინავები ქალაქებში, სადაც გაფიცვებია, არ მიფრინავენ.

ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო მატარებლების მოძრაობის შეჩერებაზე Deutsche Bahn-მა გამოაცხადა. ამასთან, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მატარებლის მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები 28 მარტის დილის საათებშიც გაგრძელდება.

პროტესტს კომპანია DB Regio-ც შეუერთდა, შესაბამისად, არც საგარეუბნო მატარებელი იმოძრავებს.

ქვეყნის 7 რეგიონში გაფიცულია ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი: ​ბადენ-ვიურტემბერგში, ბავარიაში, ჰესენში, ქვემო საქსონიაში, რაინლანდ-პფალციში, საქსონიასა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში.

გაფიცვას შეუერთდა გერმანული ავტობანის ოპერატორიც, თუმცა, გვირაბების დახურვა არ იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები