ვალერი ზალუჟნი: თავდაცვის ძალების უზარმაზარი ძალისხმევის წყალობით, ბახმუტში სიტუაციის სტაბილიზაციას ვახერხებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსთან, ადმირალ  სერ ტონი რადაკინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც ვალერი ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერს, ბრიტანელ კოლეგას ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ბოლო ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, ყველაზე რთული ვითარება ბახმუტის მიმართულებაა, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები სიტუაციის დასტაბილურებას ახერხებენ.

„თავდაცვის ძალების უზარმაზარი ძალისხმევის წყალობით, ჩვენ ვახერხებთ სიტუაციის სტაბილიზაციას. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები. შევთანხმდით განვავითაროთ თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ კონტაქტი. მადლობელი ვარ ადმირალ რადაკინის მხარდაჭერისთვის. პარტნიორების დახმარების წყალობით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – წერს ზალუჟნი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები