ესპანეთის პრემიერი: მსოფლიომ უნდა მოუსმინოს ჩინეთის ხმას, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს

მსოფლიომ უნდა მოუსმინოს ჩინეთის ხმას, რათა იპოვოს გამოსავალი უკრაინაში ომიდან, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

„ჩინეთი გლობალური მოთამაშეა, ამიტომ ცხადია, ჩვენ უნდა მოვისმინოთ მისი ხმა, რათა ვნახოთ, შეგვიძლია, თუ არა ჩვენ, ყველას დავასრულოთ ეს ომი და აღვადგინოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა სანჩესმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი 31 მარტს პეკინში ჩასვლას გეგმავს, სადაც პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება. ორი ლიდერის შეხვედრაზე სავარაუდოდ, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზებზე ისაუბრებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები