ირაკლი კობახიძე: პრემიერმა 10:0 მოუგო დებატები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს

დღეს კიდევ ერთხელ პრემიერმა 10:0 მოუგო დებატები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი ნამდვილი სახე, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერის გამოსვლას პარლამენტში.

“დღეს კიდევ ერთხელ პრემიერმა 10:0 მოუგო დებატები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი ნამდვილი სახე. მათი უსუსური და პირდაპირ ვიტყვი, ცოტა უხეშად, უინტელექტო სახე. ჩანს აშკარად მათი ინტელექტის დეფიციტი და ამ გამოხატულებაა მათი პოლიტიკური პოზიცია. აქ არის ძალიან სერიოზული მიზეზშედეგობრივი კავშირი. მადლობა კიდევ ერთხელ პრემიერს ამისთვის. სხვათა შორის, როცა ინტელექტსა და განათლებაზე როცა არის საუბარი, ქალბატონმა ეკამ დაუწუნა პრემიერს განათლება და, როგორც ჩანს, სორბონის განათლება არ აკმაყოფილებს ქალბატონ ეკას”, – თქვა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები