პუტინის დაკავება სომხეთშიც იქნება შესაძლებელი – საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის ძირითადი კანონი რომის სტატუტთან არის შესაბამისობაში

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის ძირითადი კანონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტთან არის შესაბამისობაში.

სომხეთში რომის სტატუტის საპარლამენტო რატიფიკაციის პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

20 მარტს სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა თქვა, რომ რომის სტატუტთან შეერთების შესაბამისობა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს.

აღნიშნული თეორიულად ნიშნავს იმას, რომ, ჰააგის სასამართლოს 7 მარტს გაცემული ორდერის შესაბამისად, რესპუბლიკაში ვლადიმერ პუტინის დაკავებაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები