დავით ზილფიმიანი: პარლამენტს ძალუძს, შემოდგომამდე ყველაფერი გააკეთოს 12 დათქმის შესასრულებლად
„ცალსახად ცხადია არა მარტო ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის, უკვე ევროპელი პოლიტიკოსებისთვისაც, რომ სამეულისთვის კანდიდატის სტატუსიდან საქართველოს ამოღებამ ქვეყანაში გაზარდა პოლარიზაცია”, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენლმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
მისი შეფასებით, ევროპის ეს გადაწყვეტილება გამიზნული იყო სხვა რამისთვის და შედეგად კი სულ სხვა რამ დადგა, “ამის მიუხედავად, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია”.
„გვაქვს რა დეკლარირებული ევროპული სწრაფვა კონსტიტუციითაც და მოსახლეობის არჩევანითაც, ცხადია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ 12 დათქმის შესასრულებლად შემოდგომამდე, რათა საბოლოოდ მოხდეს კანდიდატობის მიღწევა. ეს ძალუძს პარლამენტს, მიუხედავად ოპოზიციის მონაწილეობის დოზისა და მოცულობისა და მე ვფიქრობ, ასეც იქნება”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.