მეგრელიშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” არის ინერციით მიმავალი ადამიანების ჯგუფი, რომელიც კონსოლიდირებულია სააკაშვილის გარშემო

არ გვგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის რაღაც პარტია, ეს არის ინერციით მიმავალი ადამიანების ჯგუფი, რომელიც კონსოლიდირებულია მიხეილ სააკაშვილის გარშემო, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, თუ იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან, დაიწყონ მათ ინდივიდუალური პოლიტიკური საქმიანობა, მგონი ძალიან დიდი ხნის დაგვიანებულია ეს პროცესია, რასაც მეკითხებით. ძალიან დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ინდივიდუალური პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიეღოთ, როგორ გააგრძელებდნენ ისინი პოლიტიკურ ცხოვრებას. ახლა ასეთ კრიზისში, როგორც ჩანს, მეტ გზას ვერ ხედავენ, თუმცა დაგვიანებული მგონია“, – თქვა მეგრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები