ბერბოკი: ეს არ არის სისუსტე, არის სიძლიერე, როდესაც მიიღებ კრიტიკას და შეასრულებ – იყო კრიტიკა უცხოური აგენტების კანონპროექტზე და კარგია, რომ მოხდა გაწვევა
მე, როგორც პოლიტიკოსი, ვიტყვი, რომ ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე, როდესაც მიიღებ კრიტიკას და შეასრულებ ამ კრიტიკულ შენიშვნებს – იყო კრიტიკა უცხოური აგენტების კანონპროექტზე და კარგია, რომ მოხდა გაწვევა, ეს არის ჩემთვის ერთადერთი მართებული გზა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენ ბერბოკმა განაცხადა.
„უდიდესი პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას, ეს არის კრიტიკა საკუთარი საზოგადოებიდან, ასევე, გარკვეული მითითებები გარედან. ეს არ არის სისუსტე, ეს არის გაძლიერების ხელშეწყობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი უსვამს ხაზს, რამდენად დიდია საქართველოს მოსახლეობის სურვილი ევროკავშირში შესვლისა.
მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველომ განიცადა უდიდესი პროგრესი გასული წლების განმავლობაში. რა მდგომარეობაშია საქართველო?! რუსული სამხედრო ქვედანაყოფები იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. სწორედ ამისთვის მივდივარ ადმინისტრაციულ საზღვართან, რათა დავრწმუნდე ამაში. ჩვენ ძალიან დიდი პატივისცემით ვაკვირდებით საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს გასული წლების განმავლობაში და ასევე, მკაფიო პოზიციას საქართველოს ხელისუფლებისა, რუსული აგრესიული ომის მიმართ“,- თქვა გერმანელმა დიპლომატმა.