ანალენა ბერბოკი: ვიყავი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, როცა თბილისის ქუჩებში აფრიალებდნენ ევროპულ დროშას – ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება არის ევროპული ღირებულებების რწმენა

ვიყავი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, როცა თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი მანდილოსნები და მამაკაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ასევე, ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გასული კვირების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რა ხდებოდა უცხოელი აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით და ფრიალებდა ევროპული დროშები. ვიყავი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, როცა თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი მანდილოსნები და მამაკაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ასევე, ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ეს არის არა მხოლოდ შანსი, ეს არის რწმენა ევროპულო ღირებულებებისა, ასევე, არის სტიმული. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება – ამით შეიძლება იამაყო. საქართველო არის ევროკავშირი. ამაში დაგვარწმუნა არა მხოლოდ გასულმა კვირებმა, არამედ – გასულმა წლებმაც“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები