ანალენა ბერბოკი: არის თუ არა დეოლიგარქიზაციის მხრივ რაიმე სპეციფიკური სიტუაცია ქვეყანაში, სადაც ვიმყოფები? მე არ ვარ აქ ამისთვის ჩამოსული

არის თუ არა დეოლიგარქიზაციის მხრივ რაიმე სპეციფიკური სიტუაცია ქვეყანაში, სადაც ვიმყოფები? მე არ ვარ აქ ამისთვის ჩამოსული. ჩამოვედი, რათა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო – ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რითაც დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„ძალიან მარტივია სარეფორმო ნაბიჯების გადადგმა, ალბათ, ყველაზე მარტივია, მაგრამ მთლიანობაში ამ პროცესებში რთული თემები არის დასაძლევი და ერთმა ქვეყანამ, მეორე ქვეყანამ შეასრულეს ეს მოთხოვნები. ჩვენ დავასახელეთ 12 პრიორიტეტული პუნქტი. ერთი საკითხი თქვენ გამოყავით, დეოლიგარქიზაცია და არის თუ არა ამ მხრივ რაიმე სპეციფიკური სიტუაცია ქვეყანაში, სადაც ვიმყოფები? მე არ ვარ აქ ამისთვის ჩამოსული. მე ჩამოვედი, რათა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო – ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულება, კანონის უზენაესობა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება და მხარი დავუჭიროთ ქართველებს, რათა მხოლოდ ერთობლივად არის შესაძლებელი მთლიანად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ჩემი ძირითადი გზავნილი ვიზიტის ფარგლებში.

მე, როგორც პოლიტიკოსი, ვიტყვი, რომ არა სისუსტე, არამედ სიძლიერეა, როდესაც მიიღებ კრიტიკას და ასევე შეასრულებ ამ კრიტიკულ შენიშვნებს. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკა უცხოური აგენტების კანონპროექტზე. კარგია, რომ მოხდა გაწვევა. ეს არის ჩემთვის ერთადერთი მართებული გზა, ამიტომ, უდიდესი პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კრიტიკა საკუთარი საზოგადოებიდან, ასევე გარკვეული მითითებები გარედან. ეს არ არის სისუსტე, ეს არის გაძლიერების ხელშეწყობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უსვამს ხაზს, რამდენად დიდია საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში შესვლის სურვილი“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები