საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო-რუსეთის ურთიერთობები შემოიფარგლება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებით – ვსაუბრობთ ჰუმანიტარულ საკითხებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები შემოიფარგლება ერთი საერთაშორისო პლატფორმით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებით, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტის კითხვას როგორ აფასებს საქართველო-რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობებს და არსებობს პირდაპირი ფრენებისა და კომუნიკაციის აღდგენის მცდელობა.

მინისტრის თქმით, ჟენევის ფორმატში რუსეთთან ორ მთავარ მიმართულებაზე ჰუმანიტარულ საკითხებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე არის საუბარი.

„საქართველო-რუსეთის ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით, რომელსაც ჩვენ ვეძახით “ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს”. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ჩვენ გაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან ერთად. სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში ვსაუბრობთ ორ მთავარ მიმართულებაზე, ეს არის ჰუმანიტარული საკითხები, რომელიც ეხება მოქალაქეებს და მეორე არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იმ პროცესმა და თვითონ პლატფორმა რა მიზანსაც ემსახურებოდა, მოგვცეს თავისი კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები