ილია დარჩიაშვილი: დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს, დაეხმარება საქართველოს შედეგზე ორიენტირებულად გააგრძელოს სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად

გერმანიის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე არის ძლიერი – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტის კითხვას გერმანელი კოლეგის ანალენა ბერბოკის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან თქვა: „ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობებს, ჩემი ვიზიტისას მსურს, მკაფიო გახდეს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“.

„თავად ფაქტი, რომ მინისტრი ბერბოკი დღეს საქართველოში იმყოფება, ასევე ის, რომ გვაქვს ძალიან ძლიერი ორმხრივი დინამიკა, პერიოდული შეხვედრები და მუდმივად ვსაუბრობთ ყველა საკითხზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ორმხრივ დღის წესრიგში, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ეს ფაქტი თავად მეტყველებს, რომ მინისტრის, მისი სახელმწიფოს მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე არის ძლიერი. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი, მოიტანს ახალ, ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს, დაეხმარება საქართველოს, რათა ეფექტურად, შედეგზე ორიენტირებულად გააგრძელოს სვლა და რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც ასე სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქვეყანას და იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები