დარჩიაშვილი – ანალენა ბერბოკს: ევროკავშირის დროშა არამხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს
ევროკავშირის დროშა არამხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ანალენა ბერბოკს მხარდამჭერი გზავნილებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქალბატონო მინისტრო, დიდი მადლობა მხარდამჭერი გზავნილებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის დროშა არამხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გაქვს თქვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის ამ მიმართულებით. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. თქვენი ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აუცილებელი და დროული“, – აღნიშნა მინისტრმა.