ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გაღარიბება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გაღარიბება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ეს აისახება მათ პოლიტიკურ-ინტელექტუალურ რეზერვსა და ელექტორალურ შესაძლებლობებზე, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დეკანოიძის გადაწყვეტილება “ნაცმოძრაობის” დატოვების შესახებ არ გაჰკვირვებია.

„ეს არ იყო გასაკვირი, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა შიდაპარტიული ინტრიგა წამოიწყეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილი, კერძოდ, გოცირიძე, მათ შორის, დეკანოიძეც ამის წინააღმდეგი იყვნენ. როცა შედეგი დადგა ხაბეიშვილის არჩევასთან დაკავშირებით, ამ რეალობის ფორმალიზება მოხდა. ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გაღარიბება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და ეს აისახება როგორც მათ პოლიტიკურ-ინტელექტუალურ რეზერვზე, ისე მათ ელექტორალურ შესაძლებლობებზეც,“ – თქვა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „თანამშრომლობა დასრულდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები