საგარეო საქმეთა სამინისტროში დარჩიაშვილისა და ბერბოკის გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და გერმანიის პირველი დიპლომატების გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს.
მანამდე, ანალენა ბერბოკსა და ილია დარჩიაშვილს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
ოფიციალური ვიზიტისას გათვალისწინებული შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებით დაიწყო. ის დღეს ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. დაგეგმილია სტუმრობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისშიც.