მიხეილ სარჯველაძე – პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის დაბარებაზე: ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, რომ გარკვეული სპეკულაციური ვერსიები გაათამაშონ

არ მგონია, რომ ეს კითხვები დასმული იქნება პასუხის მისაღებად. რეალურად, ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, რომ გარკვეული სპეკულაციური ვერსიები გაათამაშონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მხრიდან საგარეო უწყების ხელმძღვანელის პარლამენტში დაბარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება პროდასავლურ კურსს, საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ჩვენს დამოკიდებულებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით და ა.შ. ყველა ამ საკითხზე ცნობილია ხელისუფლების მკვეთრი პოზიცია და მე არ მგონია, რომ აქ ვინმეს კითხვის ნიშნების გაჩენის მიზეზი და საფუძველი გააჩნია“, – თქვა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები