“გიორგი მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილს უღალატა და მე არ მიღალატებდა”?

„გიორგი მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილს უღალატა და მე არ მიღალატებდა?“ – ამის შესახებ შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს. კახა თარგამაძე აღშფოთებას ვერ მალავს, იმ ფაქტის გამო, რომ მას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა. კახა თარგამაძის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი გიგა ბოკერიას მეგობარია და “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიის გამტარებელია.
„გიორგი მარგველაშვილი ვინც იყო და რაც იყო ყველაზე უკეთ მე ვიცი, მაგრამ თუ ასე სწრაფად და სახალხოდ მოახდენდა თავის ლუსტრაციას, არ მეგონა. მარგველაშვილი თავიდან ბოლომდე ასრულებს “ნაციონალური მოძრაობის” დავალებებს და მან დაარღვია სამართლებრივი, პრინციპული და კაცური ნორმები! არცერთ ერს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ნებისმიერი გადამთიელს -თურქს, ირანელს… ყველას მისცეს საქართველოს მოქალაქეობა და მარგველაშვილმა მე მითხრა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი? უფრო მეტიც, ვინც ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენის კავალერია, საქართველოს გმირად ითვლება და მარგველაშვილმა მე რატომ გამრიყა? აქვე ერთ რამ უნდა ვთქვა მთელი საქართველოს გასაგონად – გიორგი მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილს უღალატა და მე არ მიღალატებდა? მარგველაშვილს პირადად საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ ისე ძალიან კარგად ვიცი, რომ არის ბოკერიასა და მისი დაჯგუფების ძმაკაცი, ეგენი არიან ერთი იდეოლოგიის ადამიანები, რომლებმაც დააქციეს და დაღუპეს ქვეყანა“, – ამბობს კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები