მსოფლიოში 20 თებერვლიდან 19 მარტამდე პერიოდში კორონავირუსით 3 738 575 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც წინა 28 დღის მაჩვენებელთან შედარებით 31%-ით ნაკლებია.
ამავე პერიოდში ვირუსით 26 147 პირი გარდაიცვალა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე შედარებით 46%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საინფორმაციო ბიულეტენშია ნათქვამი.
28 დღის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში – 792 202; რუსეთში 339 564; ჩინეთში 320 029; იაპონიაში 291 672 და გერმანიაში 281468.
შეერთებულ შტატებში ასევე ყველაზე მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი 8 187; დიდი ბრიტანეთი 2 474; იაპონია 1 898; ბრაზილია 1 587 და ჩინეთი 1 472.