რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სანქციების ისეთი ძლიერი დარტყმა მიაყენეს, რომელიც ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.
ამის შესახებ მან სახელმწიფო დუმაში მუშაობის 2022 წლის შეჯამებისას თქვა.
“ვფიქრობ, არ არის საჭირო, ამ დარბაზში ავხსნათ, რა პირობებში მოგვიწია მუშაობა. რუსეთს სანქციების დარტყმა მიაყენეს. ისეთი სიძლიერის დარტყმა, რომელიც ისტორიაში ჯერ არ მომხდარა”, – თქვა რუსეთის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, ქვეყანას თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უწევდა სანქციებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა.
“და ისინი საჭიროებდნენ სასწრაფო პასუხს. მუდმივი პასუხის ძებნას კითხვაზე – რა იქნება შემდეგ”, – თქვა მიშუსტინმა.
რუსეთის მთავრობის მეთაურის აზრით, “სანქციების დაწესებისას დასავლეთი ირწმუნებოდა, რომ ისინი არ იყო მიმართული რუსების წინააღმდეგ, მაგრამ ახლა ყველას ესმის, რომ მათი მთავარი სამიზნე რუსი ხალხი იყო”.
მისი თქმით, დასავლეთ სურდა რუსეთში მასობრივი უმუშევრობის გამოწვევა, ცხოვრების ხარისხის რადიკალური შემცირება და ფინანსური სისტემის, ეკონომიკური და სამეურნეო კავშირების ჩამოშლა.
თუმცა, მიშუსტინის თქმით, რუსული ბიზნესი მთავრობის ხელშეწყობით ადაპტირდა.