რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული საქართველოს სამი მოქალაქე ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება.
ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა მამა-შვილი – ავთანდილ და შოთა აწკარუნაშვილები და ილია კუდუხაშვილი ქერის მოსავლის აღების დროს დააკავეს.
საოკუპაციო რეჟიმიდან გატაცებულების ოჯახებს არავინ დაკავშირებია.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე გადაეცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები