თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარასში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის კატასტროფების მართვის სამმართველო (AFAD) ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი გოქსუნის რაიონში, 7 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.