მუხიანში ლიფტში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი, სავარაუდოდ, მოკლულია – შსს მომხდარს მკვლელობის მუხლით იძიებს

მუხიანში, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი, სავარაუდოდ, მოკლულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ ადგილობრივებიც. მათი თქმით, სხეულს დამწვრობები აღენიშნებოდა.

„დილით მეზობელმა კორპუსში კვამლის სუნი იგრძნო. გამოუძახებია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მე არ მინახავს, მაგრამ ყველა ამბობს, რომ სხეული დამწვარი აქვს”, – ამბობს ადგილობრივი.

მამაკაცის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში დღეს დილით მუხიანში იპოვეს. ადგილზე ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები