რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით დრონების გამოყენებით კიევზე იერიშის განახორციელეს.
ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ობიექტი დაზიანდა. მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანია დაღუპული, შვიდი – დაჭრილი.
ადგილზე პოლიცია, მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.
მანამდე, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ ქალაქის თავზე აღმოჩენილი ყველა სამიზნე განადგურდა.
უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ კიევის და უკრაინის სხვა რეგიონების მიმართულებით სულ 21 დრონი იყო გაშვებული, მათგან 16 ჩამოაგდეს.