უკრაინული მედია: რუსეთმა ოდესის ოლქზე საჰაერო იერიში განახორციელა, არიან დაჭრილები

რუსეთმა ოდესის ოლქზე საჰაერო იერიში განახორციელა. შემთხვევის შედეგად არიან დაჭრილები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთმა დარტყმები „სუ-35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით განახორციელა.

საჰაერო თავდაცვის ძალების ეფექტური მუშაობის შედეგად, ზოგიერთი რაკეტა განადგურდა, თუმცა იყო დარტყმები, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაზიანდა. არიან დაშავებულები.

როგორც ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რუსეთმა საჰაერო თავდასხმა ზღვიდან განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები