დავით ტურაშვილი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს
მწერალი დავით ტურაშვილი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს. ამის შესახებ მისმა შვილმა, ანაკო ტურაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ტურაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.
„დათო ახლა არის სტაბილურად, უკვე გუშინ გამოწერეს კლინიკიდან. დღეს ღამით მიდის თურქეთში და იქ გააგრძელებს გამოკვლევებს, იქ უნდა ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები. მან დიდი მადლობა დამაბარა ქართველ ექიმებთან, რომლებმაც იგი გადაარჩინეს და ის, რომ ახლა კარგად არის მათი დამსახურებაა. ახლა ის განაგრძობს თურქეთში მკურნალობას“, – განაცხადა ანაკო ტურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 19 მარტს დავით ტურაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებული ემოციური მიმართვის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.