პუტინი აცხადებს, რომ ჩინეთის სამშვიდობო წინადადება შეიძლება უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი გახდეს

ჩინეთის სამშვიდობო წინადადება შეიძლება უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი გახდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩინეთის სამშვიდობო გეგმის ბევრი პუნქტი შეიძლება გახდეს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი, როდესაც დასავლეთი და კიევი მზად იქნებიან ამისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.

კრემლის ლიდერის თქმით, მან ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას სანქციების საკითხიც განიხილა.

„როდესაც საერთაშორისო პრობლემები განვიხილეთ, განვაცხადეთ, რომ რუსეთისა და ჩინეთის შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა და ზოგიერთი მათგანი ძალიან ახლოსაა.

მსოფლიოს რიგ რეგიონებში დაძაბულობა იზრდება, იზრდება კონფლიქტური და კრიზისული პოტენციალი, ფართოვდება არალეგიტიმური პოლიტიკურად მოტივირებული სანქციების და სხვა შეზღუდვების გამოყენების პრაქტიკა.

ჩინეთი და რუსეთი ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არღვევს სხვა ქვეყნების ინტერესებს სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური სარგებლის გამო“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები