ბიბილურიძე: გირგვლიანის მკვლელობა დათა ახალაიას კისერზეა, “ყველამ “დაგვიკიდა” და გაგვწირა”

სანდრო გირგვლიანის მკვლელობა დათა ახალაიას კისერზეა, აღნიშნულ განცხადებას გაზეთ “კვირის პალიტრასთან” სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ყოფილი პოლიციელი, მიხეილ ბიბილურიძე აკეთებს.
“პირველ რიგში, დათა ახალაიას და სუფრის ზოგიერთ წევრს უნდა ეგო პასუხი. თუ ასეთი მაგარი ხარ, მთვრალმა კაცმა შეგაგინა, გამოდი გარეთ და პასუხი მოსთხოვე. კაცი არა ხარ? ახალაია განდიდების მანიით გაგიჟებული ადამიანია. ასე მგონია, გირგვლიანის საქმე დაბადებიდან ჩემთან ერთად მოდის. მინდა, დროზე დასრულდეს ეს ყველაფერი. ყოველთვის მინდოდა, რომ კვალი ოდესმე ახალაიასთან მისულიყო, რომლის კისერზეც იყო სინამდვილეში ახალგაზრდა კაცის სიკვდილი. მგონი, მოვიდა დრო, მთავარმა დამნაშავემ აგოს პასუხი”, – აცხადებს ბიბილურიძე.
ამასთან, ინტერვიუში ბიბილურიძე პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე ციხის დატოვების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებაც ყვება და ამტკიცებს, რომ ახალაის დავალებით სასტიკად სცემეს, რაც ვიდეოფირზე გადაიღეს. “ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყველამ “დაგვიკიდა” და გაგვწირა.
მოხდა უარესიც – 2010-ში კუდ-ში ამათრიეს და მაგრად დამჟეჟეს. დათა ახალაიმ იმის გამო დამსაჯა, რომ სამსახური ვთხოვე. ამათრიეს დათას კაბინეტში დღის 2 საათზე და დილის 5 საათზე გამომიშვეს. ისეთი ნაცემი ვიყავი, სახლში რომ დავბრუნდი, ჩემებს გული გაუსკდათ. დათამ იარაღი გადატენა და შუბლზე დამადო. მერე ზედ მაფურთხა… მე უბრალოდ სამსახური ვთხოვე, თავის რჩენა ხომ მინდოდა? მან კამერით გადაიღო ჩემი ცემა-შეურაცხყოფა. ახალაია ყოველდღე მიბარებდა და მამცირებდა, მაგრად “გადამიარა”. დათას წამლის ჩადებაც უნდოდა და დამემუქრა, უკან შეგაბრუნებ და ხომ არ გგონია, ისევ ისე იჯდები, კარანტინიდან თავს არ გამოგაყოფინებო. ახალაიამ ალბათ, იფიქრა, არ წამოაყრანტალოს რაღაცეებიო, ამიტომ გადაიღო ცემის და ჩემი დამცირების ვიდეო და მაშანტაჟებდა. რაც კი ხელში მოხვდა, ყველაფერს მირტყამდა. წინა კბილები ჩამიმტვრია… მანამდე მისმა სპეცრაზმელებმა საბარგულში ჩამაგდეს, გამიტაცეს და მცემეს, მერე რაღაც გადამაფარეს, ისევ საბარგულში ჩამაგდეს და ამიყვანეს მოდულის უკანა ეზოში. წელზევით გახდილს მირტყამდნენ. მერე ახალაიამ ალანია გამომიგზავნა და შემომითვალა, მადლობელი უნდა იყო, გარეთ რომ ხარო”, – ყვება მიხეილ ბიბილურიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები