უკრაინის სამთავრობო ძალებმა 250 “ბოევიკი” გაანადგურეს
უკრაინელმა სამთავრობო ძალებმა 250 “ბოევიკი” გაანადგურეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტერორისტებთან ბრძოლისას უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტების კუთვნილი 20 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს.
უკრაინელ ძალოვანებსა და სეპარატისტებს შორის შეტაკებები ლუგანსკსა და ილოვაისკში მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, სეპარატისტები დონბასში სხვადასხვა დასახლებული პუნქტის დაბომბვას აგრძელებენ.