წინასწარი მონაცემებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა

წინასწარი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. ამის შესახებ აფხაზურის საინფორმაციო სააგენტო “აპსნიპრესი” წერს. აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბას ხმა არჩევნებში მონაწილეთა 50,57%-მა მისცა.
ე.წ ცესკოს განცხადებით, არჩევნები შედგა, ვინაიდან მასში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი – ასლან ბჟანია, ლეონიდ ძიაპშბა, მერაბ ქიშმარია და რაულ ხაჯიმბა მონაწილეობდნენ. აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 132 861 ამომრჩეველს ჰქონდა. გალისა და ტყვარჩელის რაიონების 22 ათასზე მეტ მცხოვრებს კი ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა, რადგან მათ აფხაზურ პასპორტთან ერთად, ქართული პასპორტებიც აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები