ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას
“პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას – მეორე, – რადგან ჩვენს მშობლებზე და შვილებზე არ ვსაუბრობთ ამ მავნებლური ფეიკ კამპანიით რაც დამართეს, ამიტომ ახლა კიდევ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?!”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ყველამ თავი უნდა დაანებოს.
“რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფაქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ რამდენიმე სტატუსი შემხვდა და ვწერ…
გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკტოკზე ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?
მათ შორის, საკუთარი ნაცი მასწავლებლის მიერ დაბულინგებული არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც რამდენიმე წუთი გათიშულს ასულიერებდნენ მისი მშობლები?
გავაგრძელო? ბევრი შემიძლია, ძალიან ბევრი…
ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე !! თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში…
ამიტომ მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!!!”,- წერს ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, რომ მწერალი დათო ტურაშვილი ნერვული და სტენოკარდიული შეტევის გამო, ერთ-ერთი სატელევიზიო სტუდიიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.