ნინო წილოსანი: პარლამენტში განხილვების მიზანი იმ სამართლებრივი შენიშვნების გათვალისწინებაა, რომელიც ეუთო/ოდირისგან მოვიდა
პარლამენტში განხილვების მიზანი იმ სამართლებრივი შენიშვნების გათვალისწინებაა, რომელიც ეუთო/ოდირისგან მოვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანი განაცხადა.
დეპუტატმა კომენტარი “დეოლიგარქიზაციის” კანონპროექტსა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე გააკეთა.
„როგორც აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით, ასევე, ყველა წინა შემთხვევებში, რომელიც ვენეციის კომისიიდან იგზავნებოდა, ჩვენი მხრიდან იყო მაქსიმალური სურვილი, ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყოფილიყო შესრულებული, რათა სრულყოფილი კანონმდებლობა შევიმუშაოთ და დავამტკიცოთ. ამ შემთხვევაშიც აღნიშნული განხილვების მიზანია იმ სამართლებრივი შენიშვნების გათვალისწინება, რომელიც მოვიდა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.