დაითხოვენ თუ არა საფრანგეთში მთავრობას – კენჭისყრა დღეს ჩატარდება

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა (პარლამენტის ქვედა პალატამ) მთავრობისთვის ნდობის განცხადებას კენჭი დღეს უნდა უყაროს – მას შემდეგ, რაც დათანხმდნენ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იდეას, საპენსიო რეფორმის დამტკიცების დროს სპეციალური პროცედურის ამოქმედების შესახებ.

დღევანდელი პროცედურა ასევე მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას გულისხმობს.

19 მარტის საღამოს მდგომარეობით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად 261 დეპუტატია მზად, მაშინ როდესაც 287 ხმა არის საჭირო.

გადამწყვეტი შესაძლოა, იყოს მემარჯვენე „რესპუბლიკელების“ ხმები, რომლებსაც ასევე ჰქონდათ საპენსიო რეფორმის გეგმები თავიანთ საარჩევნო პროგრამაში.

ამასთან, კომპანია Elabe-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 10 ფრანგიდან შვიდს სურს, რომ კანონმდებლებმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მისცეს ხმა.

მთავრობის გადადგომის მსურველთა შორის არის იმ ამომრჩეველთა 51%, ვინც ემანუელ მაკრონს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მისცა ხმა.

მთავრობის გადადგომის მხარდაჭერა მაღალია ყველა ასაკობრივ ჯგუფსა და პროფესიაში, თუმცა, რიცხვები განსხვავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები