გია ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ტანდემი ითვალისწინებს სწორედ დესტაბილიზაციის განვითარებას

კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ტანდემი ითვალისწინებს სწორედ იმ სტრატეგიის განვითარებას, რასაც დესტაბილიზაციის განვითარება ჰქვია. დესტაბილიზაციას ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს პარლამენტის ფორმატში მუშაობა და 12 პუნქტის შესრულება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევრორეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.

„არსებობს ორი სტრატეგია. ერთია, თემასთან დაკავშირებით მუშაობა, როგორც ევროკავშირი მოგვიწოდებს. თუნდაც, დაპირისპირებული პოზიციების შეჯახება. არსებობს მეორე სტრატეგია, რომელსაც მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალური ოპოზიცია. კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ტანდემი ითვალისწინებს სწორედ იმ სტრატეგიის განვითარებას, რასაც დესტაბილიზაციის განვითარება ჰქვია. დესტაბილიზაციას ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს პარლამენტის ფორმატში მუშაობა, 12 პუნქტის შესრულებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები